ახალი ლაქა გაქვთ?
რბილი ავეჯის 80% არასწორი გაწმენდით ფუჭდება. მიჰყევით ამ ინსტრუქციას, რათა თავიდან აირიდოთ შეცდომები და ლაქა ქსოვილში ღრმად არ ჩაჯდეს, მანამ, სანამ ჩვენ მოვლენ. აი, როგორ უნდა მოიქცეთ:
მთავარი წესი: არ გახეხოთ ლაქა!
გავრცელებული შეცდომები, რომლებიც ლაქას სამუდამოდ აფიქსირებს:
- არ გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო ქიმია, მაგალითად ვენიში. ის ტოვებს წებოვან კვალს, რომელიც შემდგომში მტვერსა და ჭუჭყს მაგნიტივით იკრავს.
- არ გამოიყენოთ სითბო (ცხელი წყალი, ფენი, ორთქლი). სითბო ლაქას ქსოვილის ბოჭკოში სამუდამოდ ხარშავს.
- არ გახეხოთ ქსოვილი. ხეხვა აზიანებს ფაქტურას და ჭუჭყს უფრო ღრმად გზავნის ღრუბელში.
აი, როგორ ვიქცევით
სანამ ჩვენი სპეციალისტი მოვა, მიჰყევით ამ ინსტრუქციას:
აიღეთ მხოლოდ სუფთა, თეთრი ქაღალდი და მსუბუქად დააწექით ლაქას. მიეცით საშუალება თავისით შეიწოვოს სისველე. იმოქმედეთ კიდეებიდან ცენტრისკენ, რათა ლაქის ფართობი არ გაიზარდოს.
ფრთხილად აიღეთ მყარი ნაწილები კოვზით ან ბლაგვი დანით. დაადეთ მშრალი ხელსახოცი დარჩენილი ცხიმის შესაწოვად. წყალი არ დაასხათ, რადგან წყალი ცხიმს ქსოვილზე უფრო ფართოდ გაფანტავს.
მაქსიმალურად შეაშრეთ სითხე მშრალი ქაღალდით. არ მიასხუროთ სუნამო ან ჰაერის გამწმენდი — ეს იწვევს ქიმიურ რეაქციას შარდის მჟავასთან და სუნს ქსოვილში ბევრად უფრო ღრმად აჯენს.
სველ ტალახს არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ, ხეხვა მას ქსოვილის სიღრმეში შეიტანს. აცადეთ ბოლომდე გაშრობა და შემდეგ ზედაპირი მტვერსასრუტით ფრთხილად მოწმინდეთ. ჩამჯდარ კვალს ჩვენი აპარატი უსაფრთხოდ ამოიღებს.
არ დაასველოთ წყლით და არ გახეხოთ, რადგან კონცენტრირებული საღებავი სწრაფად გაიდღაბნება დიდ ფართობზე. ოდნავ დააწექით მშრალი, სუფთა ხელსახოცით, რომ აიღოთ ზედაპირული ფენა და დაელოდეთ ჩვენს სპეციალისტს.
გამოიყენეთ მხოლოდ ცივი წყალი! ცხელი წყალი ცილას ქსოვილის ბოჭკოში მყარად აფიქსირებს და მის ამოყვანას ართულებს. დაასველეთ თეთრი ხელსახოცი ცივი წყლით, მსუბუქად დაადეთ ლაქას და დააწექით.
არ ეცადოთ მის თითებით ატყეპას ან აფხეკას, სანამ რბილია. ჩადეთ ყინული პარკში და დაადეთ მასას გასაყინად. როცა გამაგრდება და მტვრევადი გახდება, ფრთხილად მოაშორეთ ზედა ფენა ბლაგვი დანით.
არ გამოიყენოთ გამხსნელები ან აცეტონი, რადგან ისინი წვავს ქსოვილის ბოჭკოს და აზიანებს ფერს. ფრთხილად აიღეთ ზედმეტი მასა ბლაგვი დანით ან კოვზით მანამ, სანამ ის სველია. ნუ შეეცდებით მის გახეხვას, დანარჩენს ჩვენი აპარატი უსაფრთხოდ ამოიღებს.